ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 134 გახდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირდა რუსეთიდან აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული ადამიანის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაც. მათი ინფორმაციით, ის უკვე რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში „კოვიდ – 19“- ით ინფიცირებული 42 ადამიანი მკურნალობს, დანარჩენი ავადმყოფები კი მკურნალობას საკუთარ სახლებში გადიან.

აფხაზეთში კორონავირუსისგან 38 გამოჯანმრთელდა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები