10 აგვისტოს გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექსი გრუპის“ მიერ დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა ჭიშურას ხიდზე, რაც საჭიროებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას 2020 წლის 10 აგვისტოს ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩის გავლით თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.