მარტვილი-ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე,  ძველი,  დაზიანებული ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობას, ასევე, მოეწყობა ასფალტობეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ალექსანდრე ხურცილავა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

“პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი  ღირებულება  1 598 905 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს Construction Service ასრულებს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსახლეობას გადაადგილება შეეზღუდება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით (სოფელი ლებაჩე)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები