პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ახალგაზრდა თაობამ, რომელსაც ემოციური კავშირი არ აქვს წარსულთან, უნდა გააცნობიეროს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აღმშენებლობის რესურსი არ აქვთ.
„არაფერს რომ არაფერი მივუმატოთ, შედეგად იქნება არაფერი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ცუდი აქვთ გაკეთებული და მომავალშიც კარგს ვერაფერს გააკეთებენ, გარდა ქაოსისა და დესტაბილიზაციისა. აქედან გამომდინარეობს ჩემი დასკვნაც, მაგრამ არის მეორე ნაწილიც, რომელიც საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ უნდა გაითავისოს, რომელსაც იმ წარსულთან, იმ ცოდვის კალოსთან, რაც ჩვენს თავზე დაატრიალეს, ემოციური კავშირი არ აქვს. ეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აღმშენებლობის რესურსი აქვს; ეს არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც სტაბილურობას შეინარჩუნებს და განავითარებს; ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. არჩევნებში ეს რეალობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.