აჭარაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსისგან ორი პაციენტი განიკურნა. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
აჭარაში 24 საათის განმავლობაში covid-19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 18 პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.