“საქართველოს მხრიდან სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა“

   საქართველოს მთავრობის მხრიდან სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სპორტი ყოველთვის არის პოლიტიკისგან განცალკევების შესაძლებლობა. “ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ძლიერი რჩება. ის ფაქტი, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა, საქართველოს ზუსტად სოჭის ოლიმპიადის დროს, შეიძლება უშუალოდ სოჭთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის გზავნილი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ეს არ შეიცვლება. თუ საქართველოს მონაწილეობა ოლიმპიადაში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართველებმა და რუსებმა უკეთ გაუგონ ერთმანეთს, ეს ყველასთვის სასარგებლოა და, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან მონაწილეობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება იყო “, – განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები