საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

საქართველოში სულ კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები