“ლესის” სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 07:00 საათიდან 5 აგვისტოს 00:00 საათამდე საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ39-ში ჯუმათი-ლანჩხუთის გადასარბენის (კმ68 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე „ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე არსებული ფენილქვეშა ლიანდაგის შეკეთების (ამოსაღებია ფენილი, გამოსაჭრელია ღორღი და შესაცვლელია ახალი ღორღით, ასევე, შესაცვლელია რელსები და სამაგრისები) და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.