ნინო ცაციაშვილმა NDI-ს პრეზიდენტთან არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შსს-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელსა და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არჩევნებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის პროაქტიულად მიწოდებისა და არჩევნების პროცესში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხებოდა “კოვიდ-19:-თან დაკავშირებით უსაფრთხო ზომების მიღების მნიშვნელობასა და საჭიროებას.
ონლაინშეხვედრას  ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი – პატრიკ მერლო, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი – ალან გილამი, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი – ლორა ჯუიტი, NDI-საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში – თეონა ყუფუნია და NDI-ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი – მარიამ ბარამიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები