თამარ ბაჩალიაშვილის დედა: პატრიარქმა წესის აგებაზე კურთხევა მოგვცა

„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საპატრიარქოში პატრიარქის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან შეხვედრის შემდეგ განაც​ხადა.

„პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი და თამუნას სული მშვიდად იქნება, წესიც აიგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება. მოვუყევით, როგორც იყო და მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები