ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია.

“ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ცნობილია ფაქტის შესახებ და ისინი ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ამჟამად, ცხედარს უტარდება ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება მისი გადმოსვენება. სხვა მხრივ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დასრულებულია”,- განაცხადეს უწყებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები