„სვანეთის-ხალდეს აჯანყება 1875-1876″ – გამოფენა მესტიაში

3 აგვისტოს, 15:00 საათზე,, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ხალდეს აღორძინების ფონდის ორგანიზებით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამოფენა – „სვანეთის – ხალდეს აჯანყება 1875-1876″ გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია საარქივო დოკუმენტაციაზე, ეთნოგრაფიულ და ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, ასახავს თავისუფლებისათვის მებრძოლი, რუსეთის იმპერიულ ძალმომრეობასთან დაპირისპირებული, მაღალმთიანი პატარა სოფლის – ხალდეს მკვიდრთა შემართებასა და თავგანწირვას.

გამოფენა 31 დეკემბრის ჩათვლით გასტანს.

მის: მესტია, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები