ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე, სადისტრიბუციო მიკროავტობუსი თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რა დროსაც ყველა მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მათ შორისაა ერთი არასრულწლოვანიც.

“მგზავრები რომელ სამარშრუტო ტაქსსაც მიჰყავდა ის შედარებით ნელა მიდიოდა. სასწრაფომ გადაიყვანა ყველა მგზავრი საავადმყოფოში, პოლიციაც მალე მოვიდა. ყველა დაშავებული გონზე იყო და ძლიერი დაზიანება არავის მიუღია”,- უყვება “რეგიონულ კვირას” ერთერთი თვითმხილველი, რომელიც შემთხვევის ადგილთან ახლოს მუშაობს.

ბორჯომის საავადმყოფოში განმარტავენ, რომ პაციენტები გამოკვლევებზე ახლახანს შეიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები