პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე, რომელიც ხანძარს ემსხვერპლა, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი – ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ორბელიანების სასახლეში ივანე კუპრაძის მეუღლეს, ნათია მულაძეს გადასცა და ივანე კუპრაძის ღვაწლი ხაზგასმით აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები