სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება გამოსცა
“საქართველოს კანონი “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე დაამტკიცონ ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე”, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით დაამტკიცა.
“საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთერთი დაამტკიცა.
საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.