ირაკლი კობახიძე: მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანლობდნენ, რა თქმა უნდა, ასევე, საქართველოს პარტნიორები.​

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე – მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით  აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები