ვლადიმერ შკოლნიკოვი: საქართველოში საგანგებო ვითარების გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას ვაფასებთ

“სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსის მრჩევლის, ვლადიმერ შკოლნიკოვის განცხადებით, საქართველოში პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო ვითრების დროს სიტყვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები არ შეხებია”, – ამის შესახებ შკოლნიკოვმა გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაური იმ პარტნიორებს შეხვდა, რომელთა დახმარებით საქართველოში “კოვიდ-19″-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.

კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაერო-ს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.

„ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით, რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფალი მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ”, – განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანლის შეფასებით, “კოვიდ-19″-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, გააუმჯობესოს მზაობა პანდემიებისთვის და კიდევ უფრო ააჩქაროს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება.

„ჩვენთვის, როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევა სპეციალურ აქცენტს გააკეთებს მოწყვლად ჯგუფებზე, ისეთ ჯგუფებზე, რომელთა სიტუაცია შეიძლება, ადრე არც კი ყოფილა კარგად გამოკვლეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არის ხანდაზმულები, ახალგაზრდები და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებიდან და ა.შ. მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით უფრო ფართოდ ვუყურებთ ამ კვლევას და ვფიქრობთ, რომ მას შორს მიმავალი შედეგები ექნება”, – აღნიშნა ლელა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები