თურქული გამბიტი – მიყიდის თუ არა რუსულ S-400-ებს თურქეთი აშშ-ს

რუსული S-400 -ები თურქეთს შეიარაღებაში მიმდინარე წლის აპრილში უნდა მიეღო, თუმცა ანკარაში ამის გაკეთებას არ ჩქარობენ. მეტიც, როგორც ცნობილი ხდება, თურქეთმა უარი თქვა S-400-ების მეორე პარტიის შესყიდვაზე. როგორც თურქული პრესა წერს, ანკარა უკმაყოფულოა რუსული იარაღის შესაძლებლობებით და მილიარდების ქარისთვის გატანებას აღარ აპირებენ. ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო კომპლექსის, S- 400 -ის, იგივე “ტრიუმფის” ერთი ბატარეა გადასახადის თურქ გადამხდელებს მილიარდ 300 მილიონი დოლარი დაუჯდათ და იარაღში, რომელმაც სირიაში თავი ვერაფრით გამოიჩინა, მილიარების გადახდა აღარ სურთ.

რას გეგმავს ანკარა? როგორც ამერიკული გამოცემა – Defense News-ი წერს, რუსული S-400 -ის ყიდვას თურქეთისგან აშშ გეგმავს. ამერიკული პრესის ინფორმაციით, კონგრესმენებისა და სენატორების ერთი ნაწილი 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებებში ცვლილებების ინიცირებას აპირებს, რაც აშშ-ს S-400 შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა იმისა, რომ S-400 დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა, დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ თურქეთმა კარგად აწონ-დაწონა ყველა პლუს-მინუსი და პუტინს ტრამპის კეთილგანწყობა ამჯობინა. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, აქ პირადი სიმპათიები არაფერ შუაშია და ანკარა პრაგმატულად მოქმედებს. თურქეთი რუსული S-400 ების აშშ-სთვის მიყიდვით ფინანსურ სარგებელს მიიღებს, „პეტრიოტების“ (აშშ-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი) „ტრიუმფით“ ჩანაცვლებით განაწყენებული ამერიკელებისგან ეკონომიკურ სანქციებსაც აიცილებს და უახლეს ამერიკული გამანადგურებლებზე F-35 -ებზე წვდომასაც დაიბრუნებს.

რაში სჭირდებათ ამერიკელებს S-400? ანალიტიკოსების განმარტებით, იარაღით ვაჭრობა მხოლოდ კომერცია არ არის და ეს მყიდველსა და გამყიდველს შორის პოლიტიკურ მიჯაჭვულობის ზრდასაც ნიშნავს. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ მიჯაჭვულობის არდაშვებაა აშშ-ის მიზანი. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, აშშ-ს რუსული ტრიუმფი საკუთარი უახლესი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გამოსაცდელადაც სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები