დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას აგვისტოს დასაწყისში 84-დან -190 მეტრამდე დიამეტრის ასტეროიდი მიუახლოვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ზეწიური სხეული, რომლის სახელწოდებაა 2009 PQ1, დედამიწას 5 აგვისტოს 3,2 მლნ კილომეტრის სიშორეზე ჩაუვლის, მისი სიჩქარე წუთში 13,4 კმ შეადგენს.
აღნიშნული ასტეროიდი 2009 წლის 14 აგვისტოს აღმოაჩინეს, ის აპოლონების ჯგუფს განეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ პოტენციურად სახიფათოდ ის ასტეროიდები მიიჩნევა, რომლებიც დედამიწას 7,4 მლნ კილომეტრით უახლოვდებიან და რომელთა დიამეტრი 100-150 მეტრს აღემატება.