მაიკ პომპეო: მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

“დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ”,- წერს პომპეო.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები