თენგიზ ცერცვაძე: ნუ მივეცემით ზედმეტ თავდაჯერებას, რომ ყველაფერმა ჩაიარა

“ნუ მივეცემით ზედმეტ თავდაჯერებას, ნაადრევად ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერმა ჩაიარა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ახალი შემთხვევების მინიმალური ზრდა ექიმებისა და სახელმწიფო ვერტიკალის მიერ ეფექტური საპასუხო ზომების მიღებაზე მეტყველებს.

„ის, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვის მოხსნის შემდეგ თითქმის არ გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა ან მინიმალურად გაიზარდა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ექიმებისა და სახელმწიფო ვერტიკალის მიერ გატარებული საპასუხო ზომები არა მარტო დროული, ეფექტიანი ადეკვატური იყო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ ეს საპასუხო ზომები მდგრადი აღმოჩნდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები