27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი გაიმართება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

აღნიშნულ სხდომაზე დაკავებული 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.

ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები