ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს
“ეს არის მორიგი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის. საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა რუსეთი, საქართველოს გავლით, სომხეთში, 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საქართველოს პოზიცია არის ნათელი და ქვეყნის ყველა პარტნიორისთვის თვალსაჩინო.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ინფორმაციის დამახინჯებას და შესაბამისად ისე წარმოჩენას, რა ინტერესიც მათ გააჩნიათ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პოზიცია არის ნათელი, განმარტებული და ჩვენი ყველა პარტნიორისთვის თვალსაჩინო”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.