თალაკვაძე: საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან ავირიდოთ შემთხვევათა მკვეთრი მატება და მეორე ტალღის განვითარება

„ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევათა ზრდა გვაქვს, რაც უდავოდ საყურადღებოა, მაგრამ ეს არ არის განგაშის საფუძველი – ეს არის იმ გადაწყვეტილებების განხილვის საფუძველი, რომელიც შესაძლოა, ჩვენ მომავალში დაგვჭირდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება იმიტომ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ ზომები და უწყებებს შორის კარგი კოორდინაცია იყო, ასევე, იყო ეფექტური საკანონმდებლო უზრუნველყოფა, რომელზეც ოპონირება გაგვიწია ოპოზიციამ,  შემდეგ კი ყველამ დაინახა, რომ ეს საჭირო იყო და აუცილებელი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა მზად არის იმ სცენარებისთვის, რაც მოსალოდნელია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

“ჩვენ მზად ვართ იმ სცენარებისთვის, რომელიც შეიძლება, რომ განვითარდეს და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან ავირიდოთ შემთხვევათა მკვეთრი მატება და მეორე ტალღის განვითარება. აქვე მინდა, დაგეთანხმოთ,  უდავოდ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა და მათი თანამონაწილეობა, რადგან ელემენტარული ზომები, ყველა ეს კომპონენტი (რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ არ არის მნიშვნელოვანი) – პირბადის ტარება, ხელის დეტოქსიკაცია თუ სხვა, მაგალითად ბარიერები საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები