გიორგი ვაშაძე: 3%-ზე ქვემოთ სადაც არის კვლევაში ვინმე, იმას არ აჩვენებენ ხოლმე    

„ერთი კონკურენტია და ეს არის „დამსხვრეული ოცნებები”, – ასე უპასუხა პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ მას საპარლამენტო არჩევნებზე ისნის რაიონში 2 კონკურენტი – კახა კახიშვილი და დავით ჭიჭინაძე ჰყავს.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, ამ საკითხზე საუბარი არასერიოზულია.

„მართლაც ასეა  არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი. ყველას ვურჩევ, თუ ოპოზიციაში გინდათ ყოფნა  ოპოზიციის ოპოზიციონერობა კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ივანიშვილის საქმე. იყოს კანდიდატი. ვინ უშლის ? წავიდეს, იბრძოლოს, მოიპოვოს მხარდაჭერა. ვინ უშლის გამაგებინეთ”, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში ვაშაძემ.

კითხვაზე თუ რას ფიქრობს ის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატის კახა კახიშვილის შანსების შესახებ

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ არანაირი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს თუ ვინ იქნება წარდგენილი „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის მხრიდან.

 „ქართული ოცნების” მხრიდან კანდიდატების სახელებსა და გვარებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. „დამსხვერული ოცნებების” პარტიის მხრიდან აზრი არ აქვს. ყველას აქვს ერთი სახე, „დამსხვრეული სახე”,  ყველა ერთი და იგივეა, რა მნიშვნელობა აქვს. რითი განსხვავდება ის სხვაგან დაყენებული კანდიდატებისგან? არაფერი განსხვავება არ არის, დამიჯერეთ. ჩემთვის ყველა არის „დამსხვრეული ოცნებების” პარტიის წარმომადგენელი. მათი მხრიდან ნებისმიერი ჩემთვის არის ერთსახოვანი”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ ისანთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძე საერთოდ არ იყო ნახსენები „ედისონ რისერჩის” კვლევაში და  „ახალი საქართველო” 1%-ით უგებდ „ქართულ ოცნებას, ვაშაძემ უპასუხა:

„კვლევის წესისა და სტანდარტის მიხედვით, თუკი კვლევაში 3%-ზე ქვემოთ არის ვინმე, იმას არ აჩვენებენ ხოლმე” – განმარტა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები