“გაუჩინარებული 15 წლის გოგონას კვალი პოლიციამ ბათუმში აღმოაჩინა, თუმცა ამ დრომდე მისი მოძებნა ვერ ხერხდება”

გაუჩინარებული 15 წლის გოგონას,  ნინო ჯარიაშვილის, კვალი პოლიციამ ბათუმში აღმოაჩინა, თუმცა ამ დრომდე მისი მოძებნა ბათუმში ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ინფორმაცია TV პირველმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, მშობლებს გოგონამ წერილი დაუტოვა, რომ არ მოეძებნათ.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით 15 წლის გოგონაზე ძებნაა გამოცხადებული. ირკვევა, რომ გოგონამ გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე დედა სოციალურ ქსელში დაბლოკა და გამორთო მობილური ტელეფონი, რომ მასთან კომუნიკაცია არ შემდგარიყო.

ოჯახის წევრების თქმით, გოგონას დედამ წერილი იპოვა, სადაც გოგონა მშობლებს მიმართავდა, რომ არ მოეძებნათ.

დღეს ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ 15 წლის გოგონას კვალი ბათუმში აღმოჩინა, თუმცა ბათუმშიც მის მოძებნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები