თამარ გაბუნია: 40 მილიონამდე ლარს, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს

“40 მილიონამდე ლარს, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დიდი ხანია, ამის შესახებ გვესმის. პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, რომლის თანახმადაც, ცენტრს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოეყოფა 40 მილიონ ლარამდე რესურსი. თანხას ცენტრი თავად განკარგავს, რათა ოპტიმალურ სცენარში, იქნება ეს შენობის მოძიება და შესყიდვა თუ ალტერნატიული შენობის აშენება, თავად გადაწყვიტოს, ბაზრის მოკვლევის საფუძველზე და პროცედურული წესების დაცვით. მთავარი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ცენტრის წინაშეა მრავალი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით და შეიქმნას შესაფერისი გარემო ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის. პროცედურული გადაწყვეტილება იქნება ინფექციურის მხარეს. ისინი მიიღებენ თანხას, რომ შენობა შეარჩიონ”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები