ნათია თურნავა: ახალი კანონი ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას

ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც პანდემიის დროს გამოცხადებული საგანგებო ვითარების გამო შეფერხებები შეექმნათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, იჯარის, მართვის თუ სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე შეუძლიათ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართონ და ვალდებულების მოდიფიცირება და პირგასამტეხლოს პატიება ითხოვონ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილება „სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში უკვე ამოქმედდა და აღნიშნულის საფუძველზე კონტრაჰენტებს უფლება ექნებათ, კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართონ სააგენტოს.

მინისტრის განცხადებით, ახალი წესი იმოქმედებს ნებისმიერ საკონტრაქტო ურთიერობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობასთან.

მინისტრის თქმით, ახალი კანონი ცალსახად დადებითად აისახება ბიზნესგარემოზე და ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნესგარემოს გაჯანსაღებას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები