რატი იონათამიშვილი: მივესალმები ,,ფრონტერასთან” დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
„ვფიქრობ, რომ, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება იყო საკმაოდ პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კლიმატი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე თითოეული ინვესტორისთვის და ამ ფაქტმაც ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ერთ წარმომადგენელშიც არ უნდა გააჩინოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშულება, ამიტომ ცალსახად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.