რატი იონათამიშვილი: ახლა უკვე უკრაინელი ხალხისთვის, მედიისა და პოლიტიკური წრეებისთვისაც ცნობილია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია

„უკრაინის ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ მედიაპლატფორმაზე გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ზუსტად არის ასახული სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია, ანუ ის, რაც ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი ქართველი ხალხისთვის, ახლა უკვე ცნობილია უკრაინელი ხალხისთვის, მედიისა და პოლიტიკური წრეებისთვის”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ცნობილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო მასშტაბის სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას.

მისივე თქმით, ჟურნალისტები გაოგნებას გამოხატავენ, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ უმძიმეს საქმეებზე მრავალგზის გასამართლებული დანაშაულებრივი რეჟიმის არქიტექტორებს უკრაინის ხელისუფლებამ ჩააბარა რეფორმების გაძღოლა.

„ისინი ასევე ირწმუნებიან, რომ სააკაშვილსა და ადეიშვილს აქვთ პირდაპირი შეხება გიორგი გაბუნიას მკველელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი საკუთარი პოლიტიკური რევანშისთვის გამოეყენებინათ. ასევე, საუბარია მსხვილ კორუფციულ ფაქტებზე, რომლის კვალიც მიდის სააკაშვილი-მერაბიშვილი- ადეიშვილის კრიმინალურ კლანამდე. ჟურნალისტები უკრაინის ხელისფლებას სთხოვენ არა მხოლოდ იმას, რომ რეფორმებს ჩამოაშოროს ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, არამედ  – მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება. ქართველებისთვის ზედმიწევნით ცნობილია და ახალს არ წარმოადგენს ის ფაქტები, რაზეც არის მსჯელობა, რადგანაც სწორედ ამ დანაშაულებების გამო ჩამოაშორა ეს დანაშაულებრივი კლანი ხელისუფლებას. დაველოდოთ უკრაინის ხელისუფლების რეაქციასა და საერთაშორისო რეზონანს ამ გამოძიების მიმართ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები