რეჟისორ ვუდი ალენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
„ინტერფაქს. რუ“-მ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ვუდი ალენის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც უარყოფილია მისი ნაშვილები გოგონას – დილან ფეროუს ბრალდება იმის თაობაზე, რომ იგი ბავშვობაში მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა. ვუდი ალენმა გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ფეროუს წერილს სიცრუე უწოდა. ამის შესახებ, რეჟისორის აგენტის – ლესლი დარტის სიტყვებზე დაყრდნობით, ,,ბი-ბი-სიმ“ განაცხადა. აგენტის თქმით, რეჟისორმა თავად გადაწყვიტა, გოგონას ბრალდებაზე ეპასუხა. მისი აზრით, ეს ნაბიჯი ფეროუს დედამ, რეჟისორის სამოქალაქო ცოლმა ალენა მია ფერროუმ გადაადგმევინა, რომელთან განშორებაც 1992 წელს ხმაურიანი სკანდალით დასრულდა. ყოფილმა მეუღლემ ამ გზით გადაწყვიტა მასზე შური ეძია. განშორების შემდეგ ვუდი ალენი ხელახლა დაქორწინდა სუი პრევენზე, რის შემდეგაც მათ ორი გოგონა იშვილეს.
ვუდი ალენმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა რეჟისორის უდანაშაულობა უკვე დაამტკიცეს.