ავტომანქანაში ნაპოვნია თამარ ბაჩალიაშვილის წერილი – რა დაწერა მან გარდაცვალებამდე

ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.

„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, – წერია ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში.

„პრაიმატიამის“ ინფორმაციით, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები