დავით ზალკალიანი: კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს

“კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს”, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას.

მინისტრის თქმით, დღევანდელი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და მიღებული დეფინიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმოდა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, იქ საუბარი იყო რამე სანქციაზე. მგონი, კონგრესმენმა კინზინგერმა კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს. იქ არანაირ სანქციებზე არ არის საუბარი. ვფიქრობ, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ამერიკის შემოყვანის მცდელობასთან გვქონდა საქმე იმისთვის, რომ გარე ფაქტორის გაჩენა მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში. ვფიქრობ, დღევანდელი თავდაცვის ავტორიზაციის აქტი და მიღებული დეფინიციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ადამ კინზინგერმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით კონგრესში სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები