გია ვოლსკი: სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები თამარ ბაჩალიაშვილის თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან

“სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები თამარ ბაჩალიაშვილის თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყანაში მსგავსი რამ ხდება, ოჯახურ ტრაგედიას სცილდება და საქვეყნო ტრაგედიაში გადადის.

„დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ დააკლებს მცდელობასა და პროფესიონალიზმს, მაგრამ, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სვავებად ქცეული პოლიტიკური ძალები ამ თემის პოლიტიკურად გამოყენებასაც შეეცდებიან. სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არ ვიცი, ეს არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები