ინდოეთში კორონავირუსის 37,1 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსის 37,1 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში 1 155 191 ინფიცირებულია.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ვირუსს ბოლო 24 საათში 587 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 28 084 ლეტალური შემთხვევაა.
ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, კლინიკებიდან 724 577 პირია გაწერილი.
მსოფლიო სტატისტიკაში ინდოეთი ინფიცირების მაჩვენებლით მესამე ადგილზეა.
პირველ ადგილს ისევ აშშ იკავებს, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 3 830 926-ს მიაღწია, მეორეზეა ბრაზილია – 2 118 646 დაავადებულით.