“პანდემიის პირობებში, საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და როგორ დაალაგოს სწორი მენეჯმენტი”

„როდესაც მსოფლიოს პანდემია თავს დაატყდა, საქართველომ აჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელისუფლება და როგორ დაალაგოს სწორი მენეჯმენტი”, – ამის შესახებ „რუსთავი 2″-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ნაბიჯების გარეშე შეუძლებელია, შეძლო, მსოფლიოში მისაბაძი ქვეყანა გახდე და ქვეყანა “მწვანე ზონად” გამოაცხადონ.

“თუ წლების განმავლობაში სისტემები არ შექმენი და სწორად არ დაალაგე, შეუძლებელია, მართო შექმნილი სიტუცია ისე, როგორც ეს გააკეთა საქართველომ და რომლის მართვაც მსოფლიოს ბევრ, გაცილებით წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნას გაუჭირდა”,  – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე ისაუბრა გატარებულ რეფორმებსა  და იმ წარმატებებზე, რასაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში მიაღწია.

„ჩვენ არ ვართ ახალი პარტია და ამ პარტიას ორი ოთხწლიანი ციკლის გამოცდილება აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი შევძელით. ჩვენ შევძელით, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების გზას დადგომოდა. ჩვენ შევძელით, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებები ყოფილიყო უმაღლეს ხარისხში აყვანილი. ჩვენ შევძელით, წინა ხელისუფლებაზე რამდენჯერმე მეტი გაგვეკეთებინა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ შევძელით, რომ ჯანდაცვის სფეროში კითხვის ნიშნები არავის გაჩენოდა და ადამიანს გულწრფელად ეფიქრა თავისთვის, რომ ადამიანებზე ზრუნავენ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები. საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მსოფლიოში ამ მიმართულებითაც მისაბაძები ვართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები