ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარი: კედლები იყო დანგრეული, გველები შემოდიოდა, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოსწონს, მე დღესვე შემიძლია, ეს ყველაფერი აღვგავო

“ეკლესიის კედლები დანგრეული იყო, გადავწყვიტეთ, ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოსწონს, მე დღესვე შემიძლია, ეს ყველაფერი აღვგავო”, – ამის შესახებ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ისე არხოზიშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო.

“ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდა ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდა ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში – სუმბათაშვილებს გთხოვთ, მობრძანდეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებით. ველოდეთ 8 თვეს. 8 თვეში მოვიდა 16 წლის, პატარა გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოწონს, მე დღესვე შემიძლია, ეს ყველაფერი აღვგავო. ეს სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა”, – განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.

ცნობისთვის, თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა განაცხადა – “წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზიშვილის ხელმძღვანლობით უკანასკნელ წლებში”.

ტიგინაშვილის თქმითვე, ხელყოფილია მე-19 საუკუნის თავადების – სუმბათაშვილების საძვალე, რომელიც ტაძრის შიდა სივრცეში იყო განთავსებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები