აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28 ათასს აღწევს

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 27 890 დაავადებულია.

ოპერატიული შტაბის მონაცემით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 363 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, კლინიკებიდან 19490 პირია გაწერილი, 8037 მკურნალობას აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები