სლოვაკეთში ავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, გადაბრუნდა

სლოვაკეთის ქალაქ რუჟომბეროკთან ავტობუსი გადაბრუნდა, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა.

Aktuality-ს ინფორმაციით, ავარიის მომენტში სალონში 32 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, 29 ბავშვი.

ინციდენტის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – 4 ბავშვი.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები