გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი იზრდება
გერმანიაში კორონავირუსის 249 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 201 823-ს მიაღწია.
შესაბამის მონაცემს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ წინა დღით ადრე ვირუსი 202 პირს დაუდასტურდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე-ღამეში დაავადებას ორი პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 9086 ლეტალური შემთხვევაა.
ვირუსის დამარცხება 187,8 ათასმა გერმანელმა შეძლო.
პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლენილია ბავარიაში – 49 775; ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში – 46 075 და ბადენ – ვიურთემნერგში – 36 342; ბერლინში – 8 779 შემთხვევაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
20 ივლისის მდგომარეობით, მსოფლიოში ვირუსის 14 507 465 შემთხვევაა დადასტურებული, 605 205 ლეტალური შემთხვევაა, ხოლო 8 123 869-მა პირმა დაავადება დაამარცხა.