საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული პირების მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილიც მივიდა
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული პირების მხარდასაჭერად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილიც მივიდა.
გაფრინდაშვილის თქმით, ოკუპაცია ძალიან მალე უნდა დასრულდეს.
“ტარდება საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია, რომლებიც დაკავებულები არიან. აუცილებელია, რომ მთავრობას მრავალჯერ შევახსენოთ ეს ამბავი და ასევე ყველა ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ოკუპაცია ძალიან მალე დასრულდეს”,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
აქციის მონაწილეები სახელმწიფო უწყებებისა და უშუალოდ მთავრობისგან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების საქმეში მეტ ჩართულობას ითხოვენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სათანადოდ ინფორმირება.
აქციის მონაწილეებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყეს.