საოკუპაციო რეჟიმმა ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა,- ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, 3 ივლისს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ სასაზღვრო ზოლის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 45 წლის ხვიჩა მღებრიშვილი დააკავეს.