“მავნე პოლიტიკურ პარტიებს აღარაფერი დარჩათ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი და ცდილობენ თვითაქტუალიზაციას”

“მავნე პოლიტიკურ პარტიებს ამ საზოგადოებისთვის იმდენად არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი, რომ სხვა აღარაფერი დარჩათ, არიან პოლიტიკურად ხელმოცარულები და ცდილობენ თვითაქტუალიზაციას. სწორედ ამის დასტურია საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლება ცდილობს, რაიმე ფორმით ვინმეს მიმართ გამოძიების წარმართვას”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“.

„​პროკურატურის სახელით ვერ ვისაუბრებ. პოლიტიკური ხელისუფლების საქმე არ არის გამოძიების დაწყებასთან, წარმართვასთან თუ წარმოებასთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მავნე პოლიტიკურ პარტიებს არაფერი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და ახლა ცდილობენ თვითაქტუალიზაციას. ან რა უნდა შესთავაზოს სააკაშვილმა, ბოკერიამ ჩვენს საზოგადოებას? საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებზე უნდა ესაუბრონ, თუ ნათელაშვილი რამეს შესთავაზებს და თავისი პოლიტიკური გარიგებების და პოლიტიკური ხელმოცარულობის შესახებ ესაუბრება ჩვენს საზოგადოებას? იმდენად უშინაარსო იქნება მათი მხრიდან რაიმე შეთავაზება და იმდენად არ აქვთ თემა შესათავაზებელი, გადასულები არიან რეჟიმში, რომ საერთოდ არ გაქრნენ ამ პოლიტიკური ველიდან და რაღაცა ფორმით და გამოგონებებით დაიწყონ თვითაქტუალიზაცია. როგორც ჩანს, მათ მოენატრათ საგამოძიებო ორგანოებში სიარული. როგორც ჩანს მათ იციან და ძალიან კარგად აცნობიერებენ რა ქმედებებიც აქვთ ჩადენილი და ვინმემ არ გამოკითხოს, ვინმემ არ მოსთხოვოს ინფორმაცია, წინსმწრებად ახდენენ ამის დაზღვევას, რათა ეს რაღაც პოლიტიკური სარჩული შეფუთონ. თუ ვინმე იქნება გამოსაკითხი, პროკურატურის და შესაბამისი ორგანოების ვალდებულებაა, გამოკითხონ ესა თუ ის პირი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მუშაობს იმაზე, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით, მშვიდობიანად ჩატარდეს.

„იმდენად არიან ეს ადამიანები პოლიტიკური ასპარეზიდან გამქრალნი, რომ მათ არაფერი აქვთ ჩვენი საზოგადოებისთვის შესათავაზებელი. „ქართული ოცნების“ გუნდს, ხელისუფლებას აქვს გეგმა, მშვიდობიანად, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით ჩაატაროს არჩევნები. ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი არჩევნების პერიოდში, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ჩვენ ამ მიმართულებით კონსტიტუციაში შევიტანეთ ცვლილებები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ავსახეთ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებით გავაუმჯობესეთ საარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა. შესაბამისად, არც ერთი მიმართულებით მათ სალაპარაკო არ დავუტოვეთ . ახლა არის მოლოდინი წინასაარჩევნო პროცესის წარმართვის, ჩვენი საზოგადოების აქტიურობაზეა ახლა დამოკიდებული არჩევნების შედეგები და ისინი, იმდენად პოლიტიკურად ხელმოცარულები არიან, რომ დარწმუნებულები არიან ძალიან დაბალი შანსები აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის.

ამიტომ დაიწყებენ და კიდევ უფრო გააქტიურდება,, მათი მხრიდან ასეთი პოლიტიკური უშინაარსო განცხადებები და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთი პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ფორმით დაიკავონ კვლავ ადგილი. ასეთი მავნე პოლიტიკური ოპოზიცია როცა გყავს, გამოწვევები იქნება, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, თუმცა ჩვენ როგორც აქამდე არ მივეცით არანაირი საბაბი, რომ რაიმე პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინათ, ასევე იქნება მომავლშიც. ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული, მათთან ერთად დაგეგმილი და ეს არჩევნები ძალიან მაღალი სტანდარტით იქნება ჩატარებული. შედეგი იქნება ის, რაც მათთვის ცნობილია იმ გამოკითხვებით, რეიტინგებით, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების დიდ მხარდაჭერას დაიმსახურებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები