მსოფლიოში, ერთ დღეში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “კოვიდ-19”-ით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოავლინა.

ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 14 107 052 ინფიცირებულია.

ვირუსს ერთ დღეში 5 682 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 602 657 ლეტალური შემთხვევაა.

აღინიშნება, რომ უკანასკნელი რეკორდი 12 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღეში ინფიცირების 230 ათასი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

ინფიცირებულთა უმრავლესობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია, სულ 7 154 840 პირია, და ევროპაშია, სადაც 3 008 972 დადასტურებული შემთხვევაა.

​რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკას, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის დამარცხება 7 894 890 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები