დავით ზალკალიანმა ესტონეთის ელჩს საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კაი კაარელსონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. საუბარი შეეხო ელჩის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და ესტონეთში განხორციელებულ არაერთ მაღალი დონის ვიზიტსა და ღონისძიებას, ესტონეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა ესტონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის მიერ აღმოჩენილი პრაქტიკული დახმარება. განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის აქტიური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
კაი კაარელსონმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. აღნიშნა, რომ საქართველოს მისთვის ყოველთვის ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთში COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებას საზღვრების ურთიერთგახსნის თაობაზე.
შეხვედრის დასასრულ, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.