თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე 60 წლამდე მამაკაცი დაჭრილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, ერთი გასროლის ხმა იყო, თუმცა მათთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
დაჭრილი მამაკაცი ერთერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) და 236-ე (იარაღის უკანონოს შეძენა-შენახვა-ტარების) მუხლებით მიმდინარეობს.