რუსეთის საგარეო უწყება ვაშინგტონს “მომხდარის არსში გარკვევის გარეშე” “ქართველი აღსაზრდელების” დაცვაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით გახშირებულ ინციდენტებს ეხმიანება”.

“6 ივნისს აფხაზეთის სოფელ ალაყუმარასთან სიახლოვეს რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადაკვეთა ე.წ. საზღვარი; 13 ივნისს დაღესტნის, წუნტის რაიონში სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 600 მეტრის სიღრმეში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს 24 წლის, საქართველოს მოქალაქე სანადირო იარაღითა და სამხედრო ფორმით. რუსულ მხარეს ქართული მხარეს თხოვნის საპასუხოდ აღნიშნული ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს და მხოლოდ გაძევებით შემოიფარგლა. 9 ივლისს დაღესტნის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ამჯერად, სახელმწიფო საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით. 11 ივლისს სამხედრო ფორმაში ჩაცმული, საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელიც ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სასაზღვრო ხაზიდან 300 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდა, სადაც რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. ის მიმალვას შეეცადა და 10-მდე გასროლა განახორციელა რუსი სამხედროების მისამართით. საპასუხო ცეცხლის შედეგად მამაკაცი ფეხში იქნა დაჭრილი. საზღვრის დამრღვევს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ამის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამ დრომდე იმყოფება. ყურადღებას ვამახვილებთ,  ჩვენების მიცემისას მან აღიარა, რომ გამიზნულად და მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი.

„მიუხედავად საკმაოდ სერიოზული, მსგავსი დარღვევებისა, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათი და რუსული მხარის განწყობა, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები, მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა“ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება “პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რეგიონული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, ასევე, ჟენევის დისკუსიები ორმხრივ კონსტრუქციულ ჭრილში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები.

გახშირებული სასაზღვრო ინციდენტები კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყების მნიშვნელობას საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ, ასევე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ, იურიდიულად სავალდებულო განცხადებასთან დაკავშირებით.

ცალკე გვსურს, აღვნიშნოთ სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს პროვოკაციული კომენტარები, რომლებიც უკვე ამერიკელებისთვის ტრადიციულ მანერად იქცა. მომხდარის არსში გარკვევის გარეშე იცავენ თავიანთ ქართველ აღსაზრდელებს და ადანაშაულებენ მოსკოვსა და ცხინვალს. ეს ყველაფერი, სულ მცირე, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები