ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონულ ტურნეს ფარგლებში ახალციხეს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო დაწყებული სამწლიანი რეფორმის ერთერთი მიმართულების – „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, რეგიონულ ტურნეს ახორციელებს, რომელიც 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სააგენტო დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად, მხარის რწმუნებულ  ბესიკ ამირანაშვილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ მელიქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელ  გიორგი მიქელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები განიხილეს. გარდა ამისა, მხარეებმა უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები