ირაკლი კობახიძე: როგორი კონფიგურაციითაც უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში

​„როგორი კონფიგურაციითაც უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, იქნება ეს ერთიანი ბლოკები თუ ცალკე პარტიები, ყველა შემთხვევაში საერთო რეიტინგი არის საერთო რეიტინგი და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ საპარლამენტო არჩევნებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ კოალიციაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცხადებით, პროცესები, რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლებისა და მცირე პოზიციების შენარჩუნება პოლიტიკაში.

„ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობა” თავის სატელიტებით აცხადებს, რომ ისინი იგებენ არჩევნებს, ჩამოდის სააკაშვილი საქართველოში და ა.შ. ეს ხდება ყველა არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია და რამდენჯერაც მოიგეს არჩევნები და რამდენჯერ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ბუნებრივია, თქვენ ძალიან კარგად იცით. აქედან გამომდინარე, ერთია, რას ამბობს ოპოზიცია, მეორეა – რას ვამბობთ ჩვენ და მესამეა მთავარი, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, იმას ემთხვევა, საბოლოოდ, არჩევნების შედეგები და ეს ასე იქნება 2020 წლის ოქტომბერშიც, თუმცა ამას, ბუნებრივია, გადაწყვეტს ხალხი და დაველოდოთ ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

რაც შეეხება იმ პროცესებს, რაც ვითარდება ოპოზიციის შიგნით. რეალურად, გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეს არის მარტივი მათემატიკური აქსიომა. შესაბამისად, იგივეა მათი რეიტინგი ჯამური არის ის, რაც არის ცალ-ცალკე და გინდა გაერთიანდნენ და გინდა დაიშალონ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ბოლო სურათს ვერ შეცვლის და „ქართული ოცნება” ასეც და ისეც დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს.

პროცესები, რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, მცირე პოზიციების შენარჩუნება პოლიტიკაში.. მათ საქმე არ აინტერესებთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები