პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე: ვაჟკაცობა ვიცი – აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება, სწორედ ამ ღირებულებებით უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს შაქარაშვილის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება რომ პროკურატურას მივანდოთ და ამ პროცესში ყველა არ ერეოდეს, საქმე ბევრად უფრო სწრაფად წავიდოდა წინ.

,,მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ, გადავიქცე გამომძიებლად.
სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს მასში, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და ბევრად უფრო სწრაფად წავიდოდა წინ ეს საქმე.
კიდევ ერთი რამ მინდა, ვთქვა და ეს, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული ძალადობა ადამიანზე.
ეს ძალიან მიუღებელი და არაქართულია. მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს.
კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა – ეს არის მონანიება.
ამიტომ, ამაზე დავფიქრდეთ ყველა. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები – არა ტყუილით, არა დამალვით და არა, კიდევ ერთხელ, ჯგუფური ძალადობით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები